Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება, ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის, მზად ვართ, მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები"

ღარიბაშვილი: "საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება, ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის, მზად ვართ, მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები"

30/11/2022 13:05:17 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა მზად არის, მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტოვალუტის საკითხები. საქართველო მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები”,- წერს ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S