Accentnews.ge
"ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკა ძალაში რჩება, მოუთმენლად ველოდებით პროგრესს რეფორმების მიმართულებით"

"ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკა ძალაში რჩება, მოუთმენლად ველოდებით პროგრესს რეფორმების მიმართულებით"

01/12/2022 08:00:16 პოლიტიკა

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი აცხადებს, რომ "ნატო-ს "ღია კარის" პოლიტიკა ძალაში რჩება.

მისი თქმით, ნატო მოუთმენლად ელის საქართველოში პროგრესის ხილვას რეფორმების მიმართულებით.

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი გზავნილები, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, შეეხებოდა ჩვენს უწყვეტ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის აგრესიისგან. ასე რომ, ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, ვიდრე საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის გამარჯვება ამ ომში. მოკავშირეები შეხვდნენ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას წარმომადგენლებს იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება ნატო-მ კიდევ უფრო გააძლიეროს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ, რუსეთის ზეწოლის წინაშე მყოფი სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის მიმართ. მინისტერიალზე მოკავშირეებმა დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი. "ღია კარის" პოლიტიკა ძალაში რჩება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, ვნახოთ, საქართველოში პროგრესი მისი საბოლოო წევრობის მიმართულებით აუცილებელი რეფორმების განხორციელებით, რაშიც ჩვენ საქართველოს ვეხმარებით“, – განაცხადა ვინიკოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S