Accentnews.ge
არესტოვიჩი: "თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ქართული ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს"

არესტოვიჩი: "თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ქართული ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს"

01/12/2022 08:27:26 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ "თუ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ქართული ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს".

"მიხეილ სააკაშვილი ძალიან მასშტაბური და რთული პიროვნებაა. მისი გაკრიტიკება უწყვეტად შეიძლება, შეიძლება უწყვეტად აღფრთოვანებაც და ორივე შემთხვევაში საფუძველი არსებობს. ახლა ჩნდება კითხვა: ასეთ ფიგურას რა უნდა გაუკეთო? ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. ახლა ის ციხეშია. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მერე იტყვიან: ასე მოხდაო, ასაკია, სიბერეა, ავადმყოფობა, ნერვები, თვითონ მიიყვანა თავი ამ მდგომარეობამდე. იმის დამტკიცება, რომ "მოვკალით", სამედიცინო დახმარება არ გავუწიეთ, ძალიან რთულია. სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის. არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაში რაიმეს გაკეთება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია. თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინოს. ამ ლაქას ვერასდროს მოიშორებენ", – აცხადებს არესტოვიჩი.

დღეს ცენტრმა „ემპათიამ” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, "მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S