Accentnews.ge
კობახიძე - „ემპათიის“ დასკვნის შესახებ: "ამ ორგანიზაციის სანდოობა არის ნულის ტოლი"

კობახიძე - „ემპათიის“ დასკვნის შესახებ: "ამ ორგანიზაციის სანდოობა არის ნულის ტოლი"

01/12/2022 09:08:24 პოლიტიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცენტრ „ემპათიის" მიმართ სანდოობა არის ნულის ტოლი".

მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ არის კონკრეტული დაავადება და დიაგნოზი, რომელიც შეიძლება, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის, გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძველი გახდეს.

„ორგანიზაცია „ემპათია“ პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა, ამიტომ ამ ორგანიზაციის სანდოობა არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. ეს ერთი. რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი რაც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც ყველა პატიმარს არ აქვს მაგალითად და ა.შ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება, ჰქონდეს ნებმისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს, ანუ გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები შეიძლება აღენიშნებოდეს. ამიტომ ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს თავისთავად. კონკრეტულად უნდა მიუთითონ რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას. ამას ვერ ამბობენ და ამის ნაცვლად არის რაღაც მშრალი საუბრები", – აცხადებს კობახიძე.

დღეს ცენტრმა „ემპათიამ” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, "მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S