Accentnews.ge
ჰერჩინსკი: "საჭიროა ამბიციური ეკონომიკური პროექტების დაწყება და ევროკავშირი სწრაფ წინსვლას ეცდება"

ჰერჩინსკი: "საჭიროა ამბიციური ეკონომიკური პროექტების დაწყება და ევროკავშირი სწრაფ წინსვლას ეცდება"

01/12/2022 09:47:15 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "შუა დერეფანი", რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით ატარებს ტვირთებს ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა ამბიციური პროექტების დაწყება და ევროკავშირი გეგმავს სწრაფად წინსვლას, რათა საქართველო მას უკეთესად დაუკავშირდეს.

„შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა. ეს სარგებლის მომტანია საქართველოსთვისაც და ევროკავშირისთვისაც. ახლა საჭიროა, რომ დაიწყოს ძალიან ამბიციური ეკონომიკური პროექტები: მილსადენები, გზები, საბორნე ტერმინალები, რათა ეს ყველაფერი განხორციელდეს. წინ დიდი სამუშაოა. ორი კვირის წინ საქართველოს ევროკომისარი ვარჰეი ეწვია და ეს საკითხები განიხილეს საქართველოს მთავრობასთან. ევროკავშირი სწრაფ წინსვლას ეცდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S