„ოკუპანტებს მშვიდად არ უნდა ეძინოთ“: უკრაინელი პარტიზანების ისტორიები

01-12-2022 14:35:07 ეს საინტერესოა

უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან რუსული არმია შეხვდა არა მხოლოდ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგობას, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი პარტიზანებისაც. რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ყოფნის შემდეგ, ბევრმა უკრაინელმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუზიარა რუსული ქვედანაყოფების კოორდინატები და მათი აღჭურვილობის ფოტოები, არეგულირებდა დარტყმებს ამ სამიზნეებზე. სხვებმა დაამზადეს "მოლოტოვის კოქტეილები" და ახორციელებდნენ თავდასხმებს საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე. პარტიზანები ასევე ეხმარებოდნენ უკრაინელ სამხედროებს ხერსონიდან, რომელიც ახლახანს გათავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან.

ახალგაზრდა IT სპეციალისტი, რომელიც საკუთარ თავს მავიკს უწოდებს, ომის პირველივე დღეებიდან იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმატორი ჩერნობაევკაში [ხერსონის რეგიონი – რედ.]: ეს ადგილი, სადაც სამხედრო აეროდრომია განთავსებული, რუსული სამხედრო ტექნიკის დაუნდობელი განადგურების სიმბოლოდ იქცა.

"26 თებერვალს შემოვლით გზაზე ტექნიკის მოძრაობა შევნიშნე და ვინაიდან IT სპეციალისტი ვარ, აეროპორტის სათვალთვალო კამერებთან დაკავშირება არ გამჭირვებია", - ყვება ახალგაზრდა და აგრძელებს, „ვხედავ, რომ აეროპორტის პლატფორმაზე რაღაც ტექნიკა მოძრაობს, ფანარებია. თავიდან ვერ გავარკვიე, რა ხდებოდა. შემდეგ Z ნიშანი დავინახე ერთ–ერთ მანქანაზე, პერპენდიკულური ზოლი და ვიფიქრე, რომ „რაღაც ისე არ არის“.

ჩვენ შეტყობინებები გამოგვიგზავნეს ახალი ამბების საზოგადოებაში, რომ თუ ხედავთ ტექნიკის მოძრაობას, დაუკავშირდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ჩატის გამოყენებით. მეც დავწერე და რამდენიმე წუთში დამიკავშირდა ადამიანი, მკითხა, თუ რა ხდებოდა. იყო ადრენალინი, რაღაც ახალი, საინტერესო. მით უფრო, რომ ეს ყველაფერი სასიკეთო საქმისთვის კეთდებოდა“, – ამბობს ახალგაზრდა უკრაინელი სამხედროებთან თანამშრომლობის შესახებ.

მას შემდეგ მავიკი რეგულარულად აწვდიდა შეიარაღებულ ძალებს ინფორმაციას ჩერნობაევკაში რუსული ჯარების შესახებ. რამდენჯერმე ცცადეს მისი კვალის მიგნება, მაგრამ შეძლო, თავი არ გაცეცა: ექვსი თვის განმავლობაში წმენდდა სატელეფონო მიმოწერებს, ეშინოდა მის სახლთან რუსი სამხედროების მოძრაობის. მან ზაფხულში მიიღო კვადკოპტერი და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ვიდეოების გადაღება დაიწყო.

„ჩანდა, რომ იყო ტექნიკა და რომ არა მხოლოდ 10. მივაწოდეთ ვიდეო, კოორდინატები, თუ სად იყო ეს ტექნიკა განთავსებული“,– იხსენებს ახალგაზრდა.

მავიკი ამაყობს იმით, რაც გააკეთა, მაგრამ მაინც იკავებს თავს საკუთარი თავის იდენტიფიცირებისგან, რადგან მისი სახლი ხერსონის რეგიონში კვლავ რუსული არტილერიის მოქმედების არეალშია:

”როდესაც ამას აკეთებ, თავს არ გრძნობ დამნაშავედ, რომ ვიღაც მოკალი ან შენი დახმარებით მოკლეს. როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვები მოფრინდა, ყველა ბედნიერი იყო.

მეზობლები გახარებულები მორბოდნენ, რომ მოფრინდა. შენ კი გიხარია, რომ მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანე ამ საქმეში“.

დანიელი იატაკქვეშა მოძრაობის კიდევ ერთი წევრია. ამჟამად ის ხერსონში არ იმყოფება. მან დატოვა ქალაქი, როდესაც, მისი თქმით, იქ დარჩენა სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ომის პირველ თვეებში ის პრო-უკრაინული მიტინგების სათავეში იდგა, ტერიტორიული თავდაცვისთვის „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდა, პროუკრაინულ ბუკლეტებს ბეჭდავდა, რისთვისაც დააკავეს და სარდაფშიც იჯდა:

”ბროშურებში იყო სხვადასხვა სახის. მაგალითად, ცნობები ფრონტიდან, რომ იქ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ წარმატება. ხალხი როდესაც ხედავს ამ ბუკლეტებს, სჯერათ მისი. ხოლო ადამიანს, რომელსაც იმედი აქვს, მეხტანს იცოცხლებს და წინააღმდეგობას გაწევს“.

ახალგაზრდა ამბობს, რომ ბუკლეტების წერა მან და მისმა მეგობრებმა ყოველგვარი კურატორების გარეშე, დამოუკიდებლად დაიწყეს.

ივანი ცნობილი „ყვითელი ლენტის“ ინიციატივის კოორდინატორია. მისი თქმით, ოკუპაციის დროს ხერსონში გალავანზე უკრაინის დროშის მოხატვა ნამდვილი სპეცოპერაცია იყო.

არავინ ამბობს, თუ რამდენი მავიკი, დანიელი და ივანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჯერ კიდევ გაზაფხულში უკრაინელმა სამხედროებმა შეიმუშავეს სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ოკუპაციის პირობებში. სახელმძღვანელო მხოლოდ მარტში გადმოწერილი იქნა 100000-ზე მეტჯერ. სამხედროები, რომლებიც მეთვალყურეობენ პარტიზანულ მოძრაობას, თავადაც გაოცდნენ ამ მოვლენით.

”ჩვენთვის, პრინციპში, აღმოჩენა იყო, რომ იატაკქვეშა მოძრაობა გეომეტრიული პრეგრესით იზრდებოდა“, - ამბობს ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ოფიცერი ოსტაპი:“შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ 10% ჩავუშვით იქიდან, რაც ხდებოდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დანარჩენი იმ ადამიანებმა გააკეთეს, რომლებმაც თავად ნახეს, რა შეუძლიათ. მათ უბრალოდ დაათვალიერეს ჩვენი ინსტრუქციები სოციალურ ქსელებში, აიღეს და ორგანიზდნენ მოძრაობად“.

იატაკქვეშა მოძრაობის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ: თუ აღმოჩნდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არ არის აუცილებელი, იყო აქტიური პარტიზანი. საზოგადოებაში არსებული განწყობა ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ.

„ვიცავთ პრინციპს: წინააღმდეგობა უნდა გაწიო იქ, სადაც ეს საუკეთესოდ შეგიძლია. ანუ, თუ ადამიანმა შეძლო ტექნიკის სწორად თვალყურის დევნება და ინფორმაციის სწორად მითითება, ეს შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენი მუშაობის კიდევ ერთი კომპონენტია - დივერსია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დარჩნენ ოკუპირებულ ქალაქებში და იქ მუშაობენ და ასეა თუ ისე, მათ შეუძლიათ, მტერს ზიანი მიაყენონ“,– ამბობს ოსტაპი ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრიდან.

"მაგალითად, ჯარისკაცი გადის მელიტოპოლში და კედელზე კითხულობს: "ჩვენ მოგკლავთ" მას დისკომფორტი აქვს, მას არ უღიმიან, არ პასუხობენ, არ ეხმარებიან", - მოჰყავს მას ერთ-ერთი მაგალითი.

ცნობილი ვიდეოს ავტორი ხერსონიდან, თუ როგორ იღებს ხერსონის გათავისუფლების შემდეგ მიწისქვეშ გადამალულ უკრაინულ დროშას,

ამბობს, რომ ოკუპაციის დროს ქალაქის მაცხოვრებლებმა სხვაგვარად შეხედეს როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს და დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ქალაქში რუსი სამხედროები კომფორტულად არ იყვნენ.

„ჩვენ ყველაფერს გადავხედეთ – ის, რაც 24 თებერვლამდე იყო, აღარ დარჩა“,– ამბობს ლუდმილა და აგრძელებს, „რუსეთში ნათესავებს ვუთხარი, რომ ახლა „ნაცისტი“ ვარ და რომ სალაპარაკო არაფერია, რადგან ეს ძალიან მტკივნეულია!“.

კიდევ ერთმა პარტიზანმა, სვაროგმა The New York Times–ის ჟურნალისტებს ზაპოროჟიეს ქართულ რესტორანში შეხვედრისას უამბო, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მიიღო კოორდინატები მელიტოპოლის მახლობლად მდებარე საწყობის, სადაც აღმოაჩინა ასაფეთქებელი ნივთიერებები, დეტონატორები, იარაღი.მან გაიხსენა, თანამოაზრეებთან ერთად როგორ დანაღმა სამხედროების და უკრაინელი კოლაბორანტის მანქანა და ააფეთქეს ისინი. NYT ასევე წყაროზე დაყრდნობით ასევე დაწერა ზაპოროჟიეს რეგიონში 15 რუსი სამხედროს შესახებ და დივერსიის თაობაზე ხერსონში, რამაც რუსებს 60,000 ტონა მარცვლეულის გატანაში შეუშალა ხელი.

„მიზანია, ოკუპანტებს ვუჩვენოთ, რომ ისინი სახლში არ არიან, რომ არ ვერ დასახლდებიან, რომ ღამე მშვიდად არ უნდა ეძინოთ“, - თქვა სვაროგმა.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ პარტიზანულ მოძრაობებზე პასუხისმგებელი სამხედროები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების მიღების ერთი ცენტრი არ არსებობს. პარტიზანული მოძრაობა ფრაგმენტულია, ყველაზე ხშირად, ადამიანები ერთმანეთს არც კი იცნობენ. და ეს კეთდება უსაფრთხოების მიზნით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები