ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის" საპატიო პრეზიდენტ ზექი ქონუქოღლუს შეხვდა
01/12/2022 13:06:36 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის“ საპატიო პრეზიდენტს, ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო იმ საინვესტიციო პროექტებს, რომლის განხორციელებითაც დაინტერესებულია SANKO Group-ი. SANKO Group-ის სათაო ოფისი თურქეთში მდებარეობს, ჰოლდინგში 14 000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, მათ შორისაა განახლებადი ენერგია, მშენებლობა, უძრავი ქონება, ტექსტილი და სხვა სექტორები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და „სანკო ჰოლდინგის“ დირექტორი ჯემალ არიქი ესწრებოდნენ.


