Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდა არჩევნები შესაძლოა, გადაიდოს

„ნაციონალური მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდა არჩევნები შესაძლოა, გადაიდოს

01/12/2022 18:24:03 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობაში“ დაგეგმილი შიდა არჩევნები შესაძლოა, გადაიდოს.

როგორც ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა და თუ ამის გამო საჭირო გახდება, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებს:

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველაფერი არის და უნდა იყოს სწორედ ამაზე ორიენტირებული. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით საჭირო გახდა 1-2 დღით თუ უფრო დიდი ხნით ამ პროცესის გადაწევა, ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო“.

ენმ–ის კიდევ ერთი წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ პარტიაში არჩევნები რაც შეიძლება სწრფად უნდა ჩატარდეს:

„ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე. რაც შეეხება არჩევნების გადადება/არგადადების საკითხს, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა გავიაროთ ძალიან სწრაფად და მალე და წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ. არ უნდა მოხდეს გაწელვა, რომ ამან უფრო მეტად არ დააზიანოს ეს პროცესი“.

ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ყველასთვის მნიშვნელოვანია და პარტიაში არჩევნების გადადებაზე ისაუბრენენ:

„ყველასთვის მთავარი საკითხი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და სიცოცხლის გადარჩენა, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ჩართული არიან უშუალოდ კამპანიაში. ვისაუბრებთ ერთმანეთთან, ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქს და განსაკუთრებით ეს არის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა“.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია, გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი იბრძოლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S