Accentnews.ge
მელია – კეზერაშვილისა და მერაბიშვილის შესახებ: "თუ პროცესში არიან ჩართულები, კულისებში არ უნდა იყვნენ"

მელია – კეზერაშვილისა და მერაბიშვილის შესახებ: "თუ პროცესში არიან ჩართულები, კულისებში არ უნდა იყვნენ"

02/12/2022 07:33:19 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, თუკი ყოფილი მაღალჩინოსნები დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართულნი, ამას ღიად უნდა აკეთებდნენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს, ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად წარმოაჩინოს დავით კეზერაშვილი“.

"მთელი პროპაგანდისტული ხაზი ეგაა, რომ აქეთ არის ივანიშვილი, ხოლო მისი ალტერნატივა არიან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთად. 24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ცალკეული ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით, თუ არიან ამ პროცესებში ჩართულები, უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში…კულისებში როდესაც ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისი გადმოსახედიდან დგანან თუ არა პარტიაში მიმდინარე მოვლენების [შიდა არჩევნების მოთხოვნის] უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი, მელიამ განაცხადა, რომ ვიდრე პარტიაში წინასაარჩევნო კამპანია არ დაიწყება, არ გასცემს ამ კითხვას პასუხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S