Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრები მოითხოვენ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო 5 დეკემბერს შეიკრიბოს

ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრები მოითხოვენ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო 5 დეკემბერს შეიკრიბოს

02/12/2022 08:00:02 პოლიტიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის სახელით ბრიფინგი გამართა და მოითხოვა, პარტიის პოლიტსაბჭო 5 დეკემბერს შეიკრიბოს.

ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, განისაზღვრა ელექტრონული პლატფორმები, რომლის საშუალებითაც გაიმართება არჩევნები. მისი თქმით, ახლა მთავარია, პოლიტსაბჭო შეიკრიბოს დროულად და დაამტკიცოს ეს წესი.

„პროცესის გადადება ან შეყოვნება არ იქნება კარგი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი და ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისათვის მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს, განისაზღვროს, დადგინდეს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წარმომადგენლების მოსაზრებით, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს 5 დეკემბერს. როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი თავმჯდომარის და ხელმძღვანელობის ნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S