Accentnews.ge
რუსეთმა "ზემო ლარსზე" 12 ახალი ზოლი აამოქმედა

რუსეთმა "ზემო ლარსზე" 12 ახალი ზოლი აამოქმედა

02/12/2022 10:15:54 პოლიტიკა

რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარზე, "ზემო ლარსზე" მსუბუქი ტრანსპორტისთვის 12 ახალი ზოლი აამოქმედა, - იუწყება ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო.

მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა 12 ზოლი სატვირთო ავტომანქანებისთვის, - აცხადებენ უწყებაში.

"ეს ღონისძიებები ჯამში სასაზღვრო პუნქტის გამტარუნარიანობის ზრდის შესაძლებლობას გვაძლევს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ტრანსპორტისთვის. წლის ბოლოსთვის იგეგმება კიდევ ორი ხაზის ამოქმედება არაგაბარიტული ტრანსპორტისთვის. ჯამში ზოლების რაოდენობა 39-ს მიაღწევს. შედეგად გამტარუნარიანობის საპროექტო მაჩვენებელი მიაღწევს დღე-ღამეში 2,5 ათას სატრანსპორტო საშუალებას 4 ათასის გატარების პოტენციური შესაძლებლობით" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პუნქტის რეკონსტრუქციის ფარგლებში ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, მთლიანობაში კი - 2023 წელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S