ჰერჩინსკი: "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით"
02/12/2022 12:44:33 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ყურადღებით აკვირდებებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. კომუნიკაცია გვაქვს მის ოჯახთან. ჩვენ ასევე ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული და რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია მისი მომავალი“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
1 დეკემბერს ცენტრმა „ემპათიამ” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.


