ზურაბიშვილი: ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახს
03/12/2022 20:27:11 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.
3 დეკემბერს უკრაინაში რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


