Accentnews.ge
თალაკვაძე: "მინდა, ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე"

თალაკვაძე: "მინდა, ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე"

05/12/2022 07:50:00 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„მე მინდა, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ პატივი მივაგო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს და პატივი მივაგო ყველას, მათ შორის, სამოქალაქო პირებს, რომლებიც, სამწუხაროდ, რომლებიც ამ ომში დაეცნენ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა უკრაინაში თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ. მათ შორის არიან ქართველი მეომრებიც, სულ ბოლოს 5 ქართველი მეომარი შეეწირა უკრაინაში ბრძოლებს და მანამდე კიდევ ერთი ქართველი მეომარი ჩამოასვენეს საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა, რომ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ქედი მოვიხარო თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ ფორუმზე „მამაცი და ერთიანი: დახმარების ფორმულა“ სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე, უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გია ვოლსკი და პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ.

3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:

ავთო რურუა;

რომეო ფირჩახია;

როლანდ კვარაცხელია;

ბადრი მარკელია;

მერაბ ალადაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S