Accentnews.ge
"საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" იმიტომ, რომ უკრაინელი და ქართველი გმირები რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ"

"საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" იმიტომ, რომ უკრაინელი და ქართველი გმირები რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ"

05/12/2022 14:00:54 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება და ამბობს, რომ ღარიბაშვილის პოზიციონირება შეურაცხყოფს გმირებს.

"სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხობრებაში!

დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ ვინ არის მტერი და იცოდნენ როგორ მოიპოვება თავისუფლებაა!

საქართველოში დღეს არის "მშვიდობა" არა იმიტომ რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ რომ უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ.

პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.

ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა!" - წერს ნიკა მელია და დასძენს, რომ ქართველი მებრძოლები ისტორიაში გმირების სახელით დარჩებიან, ღარიბაშვილი კი - ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის მსგავსად, მოღალატის სტატუსით შევა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს გამოუცხადა მათ ოჯახებს სამძიმარი. ამავე განცხადებაში მან უკრაინაში მეომრებს "საწყალი ბიჭები" უწოდა, ოპოზიციას კი - "ფარისევლები." ღარიბაშვილმა დღეს თქვა ისიც, რომ უკრაინის ომში საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებს მიჰყავთ და ოპონენტებს მოუწოდა, თავად წავიდნენ ფრონტის ხაზზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S