Accentnews.ge
„შეცდომა არ უნდა განმეორდეს“: ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას არა რუსეთის, არამედ მისი მეზობლების გრძნობების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს

„შეცდომა არ უნდა განმეორდეს“: ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას არა რუსეთის, არამედ მისი მეზობლების გრძნობების მოფრთხილებისკენ მოუწოდებს

05/12/2022 15:24:49 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღარ უნდა დაუშვას შეცდომები, როგორც ეს 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში, ხოლო 2014 წელს უკრაინის კონტექსტში დაუშვა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება არა რუსეთის, არამედ ამ აგრესიული ქვეყნის მეზობლების გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთაც უსაფრთხოების ელემენტარული გარანტიები ვერ მიიღეს:

„დრო მოვა, როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც დაშვებული იყო საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ.

რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას თავისი საზღვრები აქვს და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე თავისი ძალები განათავსოს, ან ექსპანსიას და თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს არის ომის ის შედეგი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა და ხედვა, რომ ვიღაცა რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს. არა, უნდა გაუფრთხილდეს [საერთაშორისო საზოგადოება – რედ.] ყველა იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია, მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტიები, რასაც ჰქვია, რომ ჩემი საზაღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და უნდა შეეგუო შენს საზღვარს“.

რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე და 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ - ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან პოლონეთში ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინამ აჩვენა ერთიანობა და ის, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა.

პრეზიდენტმა თქვა, ურთულესი პერიოდია, არამხოლოდ საქართველოსა და პოლონეთისთვის, არამედ ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და ამ 10 თვის განმავლობაში რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე, ისევ გამოავლინა თავისი ექსპანსიონისტური, იმპერიალისტური და აგრესიული სახე.

„10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა, მაგრამ არამხოლოდ - მთელმა საზოგადოებამ აჩვენა, თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის, თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილის“.

პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინული საზოგადოების ერთობა მაგალითია საქართველოსთვისაც:

„უკრაინის მაგალითია, როცა ერთიანია ქვეყანა, პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს ქვეყანა მაშინ არის ძლიერი და შეიძლება ყველაფერს გაუძლოს, და მართლაც, ყველაფერს უძლებს.

ამ წუთებშიც ძალიან ძლიერი იერიში არის უკრაინის წინააღმდეგ ზაპოროჟიეში და სხვა ადგილებში, მაგრამ უკრაინა ამასაც გაუძლებს. გაუძლებს თუნდაც იმ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას. უკრაინა ერთიანია იმიტომ, რომ იცის, იბრძვის თავისი ქვეყნისთვის და სამართლისთვის.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ კომპლიმენტებისთვის, რაც ჩემ მიმართ თქვა, მაგრამ მე აქ წარმოვადგენ და ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი, როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია“.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში უკრაინის როლს:

„მადლიერი ვართ, რადგან უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ იქნებოდა დაჩქარებული ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის ინტეგრაციის გზა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S