Accentnews.ge
მაჭარაშვილი: "100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ გააგრძელოს"

მაჭარაშვილი: "100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ გააგრძელოს"

06/12/2022 09:52:06 პოლიტიკა

„ხალხის ძალის” ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ შორის უკრაინის ომში მონაწილეების დაღუპვა ტრაგედიაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს.

„ხუთი კი არა, სამი და ერთი ადამიანის დაღუპვაც კი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის ომში მონაწილეების, არის ჩვენთვის ტკივილი და ტრაგედია. ერთი ადამიანისაც კი და მათ შორის 100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

"მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვაზე, "უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გაკეთებული განცხადებების გამო?" მაჭარაშვილმა შემდეგი განაცხადა:

„ბოდიში უნდა მოხადოს ყველამ, ომის პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი ჭანჭიკებით დამთავრებული. პოლიტიკური ჭინკები, შავი ლენტი რომ უნდათ დაკიდონ ნაძვის ხეზე. საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტი? ჰკითხეთ ხოშტარიას საკუთარ სახლში დაკიდა შავი ლენტი ნაძვის ხეზე?”.

უკრაინაში რუსეთის ომს 3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკვე 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S