Accentnews.ge
მდინარაძე – დაღუპული მებრძოლების შესახებ: "არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები"

მდინარაძე – დაღუპული მებრძოლების შესახებ: "არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები"

06/12/2022 12:06:13 პოლიტიკა

ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინაში დაღუპული მებრძოლების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ომისა და ღალატის პარტიაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ ასეთი ამბები.

ისინი ნერვიულობენ საქართველოს მოქალაქეზე დაღუპულზე? და დაღუპულ ბიჭებზე ნერვიულობენ ისინი და ჩვენ არ ვნერვიულობთ? ამის გამოყვანა უნდათ? ნაცები არიან ადამიანები და ნერვიულობენ ადამიანის გარდაცვალებაზე და ჩვენ არ ვნერვიულობთ და ჩვენ არ განვიცდით ამას? ამის გამოყვანა უნდათ მათ, როდესაც იყენებენ იარაღად თითოეულ გარდაცვალებას. ამ შემთხვევაში შეიძლება, უკრაინაში დაღუპულებზეა საუბარი, მაგრამ სხვა შემთხვევაში აქ გარდაცვლილებზე როცა იყო საუბარი, რომელიც მოკლეს, ვთქვათ, დანაშაულის შედეგად და ა. შ. ყველა შემთხვევაში ამ ამბავს და ამ ამბებს ისინი იყენებენ ინსტრუმენტად, რომ დააზიანონ ხელისუფლება. ისინი არიან თანამზრახველები ადამიანის გარდაცვალების და სიკვდილის, პიარული თანამზრახველები ამ შემთხვევაში. ეს არის რეალობა და, გულწრფელად გითხრათ, გულის სიღრმეში მჯერა და მეგულება ადამიანები "ომის და ღალატის პარტიაში", რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები იმისათვის, რომ პიარული დარტყმები განახორციელონ“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S