“პუტინმა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გაანადგურა”: ევროპა რუსულ ნავთობს ემშვიდობება

06-12-2022 16:42:13 ანალიზი

ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული ენერგოხიდი რუსეთი-ევროპა, რომლითაც დასავლეთის მიმართულებით ნედლეული იგზავნებოდა, ხოლო აღოსავლეთით – ტექნოლოგიები და ფართო მოხმარების საქონელი, ისტორიის სანაგვისკენ დაიძრა.

ევროპაში რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტი დღე-ღამეში ერთბაშად 310 ათასი ბარელით შემცირდა, - წერს “Bloomberg”-ი ტანკერებით გადაზიდვების ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით.

გასულ კვირასთან შედარებით, მიწოდებები უკვე 1/3-ითაა შემცირებულიდა, ნოემბრის დასაწყისთან შედარებით – თითქმის 60%-ით, ხოლო ომამდელ პერიოდთან შედარებით – 5-ზე მეტჯერ.

სრულად თქვეს უარი რუსული ნავთობის ზღვით მიწოდებაზე პოლონეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ფინეთმა, რუმინეთმა და ლიტვამ.

იტალიამ შესყიდვები, ნოემბერთან შედარებით, 3-ჯერ შეამცირა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს (მასზე ნავთობგადამუშავების სიმძლავრეების 20% მოდის) ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა “ლუკოილს” გარე მმართველობა დაუნიშნა.

აგრძელებდნენ რუსული ნავთობის შესყიდვას ბულგარეთი (დღე-ღამეში 125 ათასი ბარელი), ხორვატია (100 000 ბარელზე ნაკლები) და ნიდერლანდები (100 000 ბარელი), სადაც ევროკავშირში უმსხვილესი ნავთობპორტი როტერდამი მდებარეობს.

თუმცა 5 დეკემბრიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ბარელებზე ემბარგო შემოიღეს და ამავდროულად აკრძალეს იმ ტანკერების დაზღვევა, რომლებიც ბარელში 60 დოლარზე (ამასწინათ დადგენილ სასანქციო ზედა ზღვრულ ფასზე) მეტად შეფასებულ რუსულ ნავთობს გადაზიდავენ.

“გააჩაღა რა უკრაინასთან სამარცხვინო ომი და მიაღწია რა დასავლურ სანქციებს, პუტინმა გაანადგურა თავისი უმნიშვნელოვანესი ბაზარი. ომამდე ევროპაში რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტის 50%-ზე მეტი (დღე-ღამეში ჯამური 3 მლნ-დან 1,6 მლნ ბარელი) გადიოდა” – ამბობს S&P Global-ის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ იერგინი.

იგივე ითქმის, მისი შეფასებით, რუსულ გაზზე და ქვანახშირზეც: “რუსი მენახშირეები ზაფხულიდან მოყოლებული, ემბარგოს ქვეშ იმყოფებიან და იძულებულები არიან, ეძებონ გზები აზიისკენ, რისთვისაც ნედლეული დიდი ფასდაკლებით უნდა ყიდონ და ზარალზე იმუშავონ. ევროპაში რუსული გაზის მიწოდებები კი თითქმის 5-ჯერ შემცირდა მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” თანმიმდევრულად გააჩერა მილსადენები “Ямал-Европа” და “Северный поток”.

ევროპული ბაზრის დაკარგვა რუსეთს საექსპორტო შემოსავლების ვარდნას უქადის, - აცხადებს “ალფა-ბანკის” მთავარი ეკონომისტი ნატალია ორლოვა.

“ამ დრომდე მენავთობეები ახერხებდნენ ევროკავშირის მიერ უარყოფილი მიწოდებების გადამისამართებას თურქეთში, ინდოეთში, ჩინეთში, იტყუებდნენ რა მათ თითქმის 40%-იანი ფასდაკლებით. მაგრამ ემბარგოს ამოქმედების შემდეგ რუსეთის მიერ ძველი, ჩამოწერილი ტანკერებით დაკომპლექტებული “ჩრდილოვანი ფლოტიც” კი ვერ შეძლებს, დაეხმაროს მოსკოვს მიწოდებების მოცულობების შენარჩუნებაში: ფუჭად ყოველდღიურად 1,5 მლნ ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები დარჩება”, - ამბობს ბრიტანულ სანაოსნო ბროკერ Braemar-ის ანალიტიკოსი ანოპ სინდხი.

იმ აზრს, რომ ნედლი ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად დაზარალდება, იზიარებს ნატალია ორლოვაც, რომლის აზრით, ამას მიჰყვება ნავთობპროდუქტების ექსპორტიც, რომლის აზიაზე გადამისამართება გაცილებით უფრო რთული იქნება აზიურ ბაზარზე ამ საქონელზე დაბალი მოთხოვნის გამო.

“ამჟამად რუსეთის ეკონომიკა ექსპორტზე 35-40 მლრდ-ს გამოიმუშავებს. თუმცა მნიშვნელოვანი შემოსავლების შენარჩუნება 2023 წელს თითქმის შეუძლებელი იქნება” – თვლის ეკონომისტი.

მისივე განმარტებით, ნავთობზე, ნავთობპროდუქტებსა და გაზზე საექსპორტო მოგების თითქმის 50% მოდის და მათი დინამიკა უმნიშვნელოვანეს გავლენას მოახდენს რუსულ სავაჭრო ბალანსზე.

“ამის კვალდაკვალ რუსული ეკონომიკის ვარდნა აჩქარდება: მომავალ წელს მშპ შესაძლოა, 6,5%-ით - 2009 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებლით შემცირდეს” – პროგნოზირებენ “ალფა-ბანკში”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები