Accentnews.ge
თბილისის საკრებულოს თავმჯომარე კასიანოვს პასუხობს: „უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი"

თბილისის საკრებულოს თავმჯომარე კასიანოვს პასუხობს: „უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი"

06/12/2022 13:06:29 პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს თავმჯომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შემდეგ მზად არიან განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაფერისი იქნება. ამის შესახებ მან საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.

„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ

კასიანოვმა უკრაინის საელჩოში დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად კარგი იქნებოდა, უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მინიჭებოდა თბილისის ქუჩებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S