მელია პარტიის წევრებსა და დეპუტატებს ხვალ შეხვედრას სთავაზობს
06/12/2022 15:22:53 პოლიტიკა
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 9 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით წერს, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის განხილვა. იგი ამისთვის პარტიის წევრებს მიმართავს.
„მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკმებერს 13:00 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით, როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვისა მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან. შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12 საათზე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები",- წერს მელია სოციალურ ქსელში.


