Accentnews.ge
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არ ესწრებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არ ესწრებიან

07/12/2022 08:42:41 პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შეხვედრას ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არ ესწრებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ერთ-ერთ რეგიონში იმყოფებიან და 9 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით მოსახლეობას ხვდებიან.

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხი ამ პარტიისთვის უნდა ყოფილიყო, არის და იქნება მთავარი თემა და დღევანდელი შეხვედრა არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მე მოვისმენ სხვის მოსაზრებებსაც, მექნება ჩემი მოსაზრებაც და ჩამოვყალიბდებით იმ სამოქმედო გეგმაზე, რაც დღეს ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი. ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი არიან ერთ-ერთი რეგიონში. ისინი არიან სწორედ, 9 დეკემბრის მნიშვნელოვან საქმეზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო უნდა გაიმართოს და იქ დაკავებულები არიან ჩვენს აქტივთან შეხვედრით, ადამიანების მობილიზებით“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის: პარტიის წევრებს გუშინ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შემდეგ თამვმჯდომარე ნიკა მელიამ მოუწოდა შეიკრიბონ და იმსჯელონ როგორი იქნება სამოქმედო გეგმა. შეხვედრას პარტიის სამდივნო, საპარლამენტო ფრაქციის წევრები და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე ესწრებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S