Accentnews.ge
ენმ-ის ოფისში შეხვედრა დასრულდა: "ყველანაირი სცენარისთვის, მათ შორის რადიკალურ ქმედებებზე გადასვლისთვის მზად ვართ"

ენმ-ის ოფისში შეხვედრა დასრულდა: "ყველანაირი სცენარისთვის, მათ შორის რადიკალურ ქმედებებზე გადასვლისთვის მზად ვართ"

07/12/2022 12:01:55 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ენმ ყველანაირი სცენარისთვის, მათ შორის რადიკალურ ქმედებებზე გადასვლისთვის მზად არის. ამის შესახებ მან პარტიაში გამართული შეხვედრის დასრულეების შემდეგ ისაუბრა.

„ჩვენ ვართ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის მზად, მათ შორის, თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ, თუმცა, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი“,– განაცხადა ბეჟაშვილმა, თუმცა არ არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობენ რადიკალურ ნაბიჯებში.

მან საზოგადოებას 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდა:

"9 დეკემბერს დაიწყება პროცესი, სადაც ჩვენ, ბუნებრივია, შევიკრიბებით და საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმავდროულად, პარტია გააგრძელებს კოორდინაციას როგორც პარტიის შიგნით, ოჯახთან, ასევე დაცვის მხარესთან, რათა მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ, მათ შორის, აქციების დაგეგმვის თვალსაზრისით, დიპლომატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით“.

თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადეს, რომ პარტიის მხრიდან ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის არის საჭირო.

"პარასკევს მაღალი ალბათობით, ვერ ამოიწურება საქმის განხილვა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, იქნება ამოქმედებული“, – განაცხადა მელიამ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესი 9 დეკემბერსაა ჩანიშნული. 9 დეკემბერს ენმ აქციას გეგმავს, სახელწოდებით – „მიშას სიცოცხლისთვის!“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S