ღარიბაშვილი: "უკრაინაში 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ"
07/12/2022 13:33:26 პოლიტიკა
"უკრაინაში 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.
„იცით, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ხალხი, ერი გავერთიანდით, საზოგადოება გაერთიანდა მთავრობასთან ერთად და 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. მანამდე ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოში უკრაინელ დევნილებს, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. მაგალითად, როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება. უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომლებიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებას გამოვნახავთ და რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


