Accentnews.ge
ჰერჩინსკი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული"

ჰერჩინსკი: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული"

08/12/2022 09:25:23 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული".

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობების შესახებ. რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ცნობების გამო. ჩვენ გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S