Accentnews.ge
სტანო: "საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე"

სტანო: "საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე"

08/12/2022 11:00:49 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს–სპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ბოლოდროინდელ შემაშფოთებელ ცნობებს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.

9 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სასამართლო პროცესი - მოსამართლე გიორგი არველაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S