Accentnews.ge
იონათამიშვილი: "სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს"

იონათამიშვილი: "სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს"

08/12/2022 11:42:33 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.

„ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ["ომის პარტია"] ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას", - განაცხადა იონათამიშვილმა.

დეპუტატი მიანიშნებს საქართველოს კანონმდებლობაზე. მოქალაქეობის შესახებ კანონით, „საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ „საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში“.

„კანონით ეს არის განსაზღვრული. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ სხვისი ტყუილის გამო ამ ადამიანებს საფრთხე არ შეექმნათ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S