Accentnews.ge
"მადლობა ლომჯარიას თავდადებული მუშაობისთვის და ვიმედოვნებ, ახალი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით"

"მადლობა ლომჯარიას თავდადებული მუშაობისთვის და ვიმედოვნებ, ახალი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით"

08/12/2022 14:24:59 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას "მაქსიმალურად თავდადებული მუშაობისთვის" მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ "ახალი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით".

"დღეს გახლავთ საქართველოს ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას მუშაობის ბოლო დღე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლომჯარიას მაქსიმალურად თავდადებული მუშაობისთვის და იმისთვის, რომ არ იშურებდა ძალისხმევას ადამიანების უფლებების დაცვისთვის, კარგი მმართველობის წინ წაწევისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის საქართველოში. ვიმედოვნებ, ახალი სახალხო დამცველი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა მან გააგრძელოს ომბუსდმენის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება საქართველოში“, – წერს კალიურანდი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S