Accentnews.ge
"თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, კარგავს მოქალაქეობას, მოხალისეებზე არ არის საუბარი"

"თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, კარგავს მოქალაქეობას, მოხალისეებზე არ არის საუბარი"

08/12/2022 15:00:55 პოლიტიკა

"კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის კარგავს მოქალაქეობას", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "როგორც წესი, თავდაცვის ძალების შემადგენლობაში სხვა ქვეყნის მოქალაქე არსად ირიცხება".

"სამართლებრივად რაც შემიძლია გითხრათ ეს არის ის, რომ თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალებში ოფიციალურად, აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, სამართლებრივი განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირი შედის სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის მოქალაქეობას კარგავს. აქ მოხალისეებზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის ძალებში ჩარიცხვაზე. ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად, ვინ რა თემას ააქტიურებს, ეს მე არ ვიცი. თუ ვინმე შედის კონკრეტული ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის ლოგიკურად უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქეც, ლოგიკა ასეთია. თუ ვიღაც მიდის საქართველოდან, ირიცხება მაგალითად უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, გამოდის რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე და სხვანაირად როგორ აკეთებენ, არ ვიცი. მოხალისეებზე არ არის საუბარი, თუ პირი ირიცხება თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, თავდაცვის ძალები არის ოფიციალური სტრუქტურა, თანაც განსაკუთრებული სტრუქტურა, რადგან საქმე თავდაცვას ეხება. მაგალითად: საქართველოში ვინმე თავდაცვის ძალებში, რომ ჩაირიცხოს ის უნდა იყოს შენი მოქალაქე. ალბათ, იქაც ასეა და მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. თავდაცვის ძალები პირდაპირ უკავშირდება სუვერენიტეტს. არა მოქალაქე, რომ ჩაირიცხოს შენს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არა მგონია სადმე ხდებოდეს. ასეთ დროს როცა პირი გადადის სხვა ქვეყანაში, იქაურ მოქალაქეობას იღებს, ირიცხება თავდაცვის ძალებში ეს პირდაპირ სუვერენიტეტს უკავშირდება, სამართლებრივად ასეთი ადამიანები კარგავენ ხოლმე პირველი ქვეყნის მოქალაქეობას, ეს არის სამართლებრივი მხარე და პოლიტიკურად საერთოდ არ მინდა ამ თემაში შევიდე“,- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S