Accentnews.ge
"ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება"

"ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება"

08/12/2022 17:00:00 პოლიტიკა

"ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება", – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თანმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომ უკრაინამ საქართველოს მთავრობას გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად მოწოდებულია, რომ მაქსიმალური ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს უკრაინელ მეგობარ ხალხს"

„საზოგადოების წინაშე წარმოაჩენენ ამას ისე, თითქოს უკრაინა ითხოვს ე.წ. „დვიჟოკებს“. ხალხს მართლა ასე ჰგონია. მე მეუბნებიან, რა გახდა გენერატორების გაგზავნა უკრაინაში. ხალხს ჰგონია, რომ უკრაინა ითხოვს „დვიჟოკებს“, ამ დროს საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, მაგალითად, „მადრიდის რეალმა“, რომელიც არის რამდენიმე მილიარდიანი ფულის მქონე საფეხბურთო კლუბი, სულ 20 გენერატორი გადასცა უკრაინას. ხალხს ამაზე გაეცინა, ეგონათ, რომ 20 „დვიჟოკი“ გადასცა. სინამდვილეში საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც საქართველოში ფიზიკურად არც არსებობს. ჩვენ შეიძლება ფინანსურად დავეხმაროთ ჰუმანიტარული დახმარების კუთხით და ალბათ იცით, რომ ძალიან მასშტაბური იყო ჩვენი დახმარება. საუბარია მაღალი სიმძლავრის გენერატორებზე, რაც ჩვენთან არ იწარმოება. ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ მაღალი სიმძლავრის გენერატორები და გავაგზავნოთ უკრაინაში. ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა არ გვქონდა, პირიქით, ძალიან ხელგაშლილები ვიყავით, მაგრამ საზოგადოებას ნურავინ ატყუებს, რომ უკრაინა გვთხოვს „დვიჟოკების“ გაგზავნას. ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი არის ძალიან დიდი – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყნებს შორის. აქედან გამომდინარე, სასპეკულაციოდ არ არის გამოყენებადი ეს თემა. ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ მაქსიმალური ჰუმანიტარული დახმარება გავუგზავნოთ ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S