Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: "მტერს აქვს ბევრი გაგება"

ირაკლი კობახიძე: "მტერს აქვს ბევრი გაგება"

08/12/2022 17:20:44 პოლიტიკა

"არ არის ეგ მარტივი კითხვა", - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, არის თუ არა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი.

კობახიძე აცხადებს, რომ "მტერს აქვს სხვადასხვა გაგება".

"ჩვენი პოზიცია ყველაფერთან დაკავშირებით არის ნათელი. ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყველა პლატფორმაზე, ყველანაირი ფორმით იქნა გამოხატული. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ამასთან ერთად, მეორე ნაწილში გვაქვს ერთი რადიკალური განსხვავება რადიკალურ ოპოზიციასთან, კასიანოვთან და სხვებთან - მეორე ნაწილში, სადაც ისინი საუბრობენ, რომ ეს ომი ბოლომდე უნდა გახდეს საქართველოს ომიც, ვერ ვთანხმდებით, ჩვენ და ხოშტარია, ჩვენ და კასიანოვი. არ არის ეგ მარტივი კითხვა. ანალიზია მთავარი. [...] მტერს აქვს სხვადასხვა გაგება. მტრის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგებაა, რომ გაქვს ორგანული დაპირისპირება, მესამე გაგება არის რაღაც კიდევ და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ არ არის, მოყვარეა, მეგობარია თუ ბიძაშვილია. არ არის მარტივი კითხვა, რადგან არის რაღაც მარტივი კლიშეები, შაბლონები, ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე, ამიტომ არ არის მარტივი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ რაღაცებს არა მარტივი პასუხებით და ტერმინებით, არამედ ანალიზით. იმიტომ, რომ მარტივია ისეთი კითხვების დასმა, რაც შენ არასწორი პასუხის შემთხვევაში მიგიყვანს მეორე ფრონტამდე",- განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვაზე, "რატომ ვერ ამბობს, საქართველოს მტერია თუ არა რუსეთი", ირაკლი კობახიძე პასუხობს -" რატომ არ ვისვრით ახლა?".

„რატომ არ ვისვრით ახლა? – მარტივი კითხვა ეს იმიტომ არ არის, რომ მტერს აქვს ბევრი გაგება და არიან საქართველოში პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩვენ საქართველოში გვქონდეს სრულფასოვანი მტრობა, რაშიც იგულისხმება საომარ კონფლიქტში შესვლა”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, "თუ მტერს არა, რას უწოდებს რუსეთს", კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"მე არ მითქვამს, რომ რაღაცას ვუწოდებ და არც ის, რომ რაღაცას არ ვუწოდებ, ერთი სიტყვით რაღაცებზე პასუხის გაცემა არასწორია, მით უმეტეს, როცა ასეთი რიტორიკის უკან დგას კონკრეტული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S