დეგნანი: "ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა მთავრობის პასუხისმგებლობაა"
09/12/2022 07:26:44 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა მთავრობის პასუხისმგებლობაა.
მისი თქმით, აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს.
"შექებას იმსახურებს სახალხო დამცველის საქმიანობა და მისი მუდმივი მონიტორინგი ამ მიმართულებით. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები სააკაშვილს კვირაში ორჯერ სტუმრობდნენ უკანასკნელ კვირაში. საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა დაცულია, რომ მისი სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილებულია და მისი უფლებები დაცულია, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ ველოდებით იმის ნახვას, რომ ეს საკონსტიტუციო ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცულია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


