"საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ"
09/12/2022 07:58:07 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ქართველებს კარგად ესმით უკრაინის მდგომარეობა, რადგან ეს საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი და ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია.
"ქართველებს ძალიან კარგად ესმით ის მდგომარეობა, რაც უკრაინაშია, თავადაც აქვთ ეს საკუთარ თავზე გამოცდილი, ჯერ კიდევ ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ძალიან ხშირია ქართველი მოსახლეობის შევიწროება, გატაცებები და ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთონ რაც შეუძლიათ დასახმარებლად. იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.


