აშშ–ის ელჩი: "ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ იგი იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული"
09/12/2022 08:04:00 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი.
"როგორც ვნახეთ, ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, გამორჩეული სამუშაო შეასრულა. ამიტომ სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენ დამოუკიდებელ სააგენტოებს შორის, რომელსაც თქვენი კონსტიტუციით აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უნდა შესრულდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული და უნდა იყოს მზად, აიღოს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“ – განაცხადა კელი დეგნანმა.


