Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება

11/12/2022 14:40:16 პოლიტიკა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისი ცნობით, კენჭისყრა ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება.

„კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, საღამოს 18:00 საათზე. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც 5 პოლიტსაბჭოს წევრისგან შედგება, თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანდიდატს“, – განაცხადა ნაყოფიამ.

ამასთან, კობა ნაყოფიას თქმით, შიდა საარჩევნო საკითხებთან ერთად პარტიის წევრებმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S