Accentnews.ge
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას

12/12/2022 06:10:33 პოლიტიკა

ბრიუსელში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

„დისკუსიის მიზანი იქნება, განსაზღვროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი ისევე, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები. ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეები გაცვლიან მოსაზრებებს, როგორ შეიძლება, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ უზრუნველყოს სტაბილურობის გაძლიერება და რეგიონში კეთილდღეობა. მინისტრები განიხილავენ, კერძოდ, როგორ დაუჭირონ მხარი პარტნიორების მდგრადობას, როგორ დააახლოონ ევროკავშირი და მისი აღმოსავლელი პარტნიორები და უზრუნველყონ კანონის უზენაესობისა და რეფორმების წინსვლა მთელ რეგიონში“, - აღნიშნულია დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისი ცნობით, მონაწილეები ასევე განიხილავენ როგორ დააჩქარონ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის, როგორც მწვანე და ციფრული ცვლილებების ისევე, როგორც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ძირითადი საშუალების შექმნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S