Accentnews.ge
ვარჰეი: "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს"

ვარჰეი: "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს"

12/12/2022 06:23:08 პოლიტიკა

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისრის ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.

როგორც ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, ელექტროენერგიის კაბელი საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს.

მისი თქმით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებს და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S