Accentnews.ge
დავითულიანი: "უმრავლესობა მზად არის, ჯანეზაშვილისა და აბაშიძის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს"

დავითულიანი: "უმრავლესობა მზად არის, ჯანეზაშვილისა და აბაშიძის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს"

12/12/2022 07:53:50 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, სახალხო დამცველობის კანდიდატად ნებისმიერი კონკურსანტი განიხილოს ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა აბაშიძის გარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნებიდან" წევრმა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

"არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია. ორივეს [ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე] - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, "ფეისბუქზე" ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა", - განაცხადა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ.

სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 4 ნოემბერს დასრულდება. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. ომბუდსმენის მოვალეობას პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს. სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა (19) კანდიდატს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S