ლანდსბერგისი: "სტატუსის მისაღებად საქართველოს მთავრობის დამაჯერებელი ნაბიჯები არ გვინახავს"
12/12/2022 12:16:09 პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერჯერობით დამაჯერებელი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ამის შესახებ მან დღეს ბრიუსელში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
"როდესაც წევრობის სტატუსზე ვსაუბრობთ, სამწუხაროა იმის ყურება რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორებიცაა მოლდოვა და უკრაინა, განსხვავებულ ლიანდაგებზე დგანან. ლიეტუვა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას. თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მთავრობის მხრიდან უფრო პროაქტიული მოქმედებები, უფრო მეტი ენერგია და სიმტკიცე მსურს ვიხილო. ჯერჯერობით არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები და პროგრესი რომელიც საქართველოს ამ ლიანდაგზე გადაიყვანს", – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.


