"არ ვაპირებთ ბრძოლას „ბიბლიური თავისუფლებისთვის“, ვიბრძოლებთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის"
12/12/2022 14:08:24 პოლიტიკა
„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს ბრძოლად „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის, ისინი იბრძოლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის.
მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანი ხალხის უანგაროდ დახმარება იყო:
„ამ პროცესს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი, თუმცა, არ ვაპირებთ ბრძოლას „ბიბლიური თავისუფლების“ გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ დიდი ხანია, ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმებას. [...] ღარიბაშვილს ვეტყვი თავისივე არგუმენტითაც: „ბიბლიური თავისუფლება“ რომ უმსგავსი და ანტიეროვნული ყოფილიყო, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მსგავს ორგანიზაციას არ გააკეთებდნენ, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებულ ადამიანებს აქვთ მსგავსი ორგანიზაცია", - განაცხადა ხვიჩიამ.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამორიცხავს „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას.


