ევროკავშირის საბჭო: "ევროკავშირმა მინისტერიალზე დაადასტურა, რომ მზადაა, „აღმოსავლეთ პარტნიორობა" უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს"
12/12/2022 16:31:04 პოლიტიკა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე ევროკავშირმა დაადასტურა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთგული რჩება და მზადაა, ის უფრო მოქნილი და პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული გახადოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში.
ამასთან, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, მიიწვიოს პარტნიორები სხვა რეგიონებიდან, მათ შორის ცენტრალური აზიიდან.
„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ევროკავშირი გააგრძელებს იმ პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ სხვადასხვა სახის თანამშრომლობა და ჩართულობა, მათ შორის კიბერ, ჰიბრიდული და სხვა არასამხედრო საშუალებების მიწოდებით, რათა მათ განამტკიცონ მედეგობა და სტაბილურობა რეგიონში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
იხილეთ ასევე: დარჩიაშვილი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის შესახებ: „არ მქონია განცდა, რომ სამეული დიფერენცირებულია".


