ვარჰეი: „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად, მათ შორის რეფორმების წინ წასაწევად"
12/12/2022 16:35:30 პოლიტიკა
ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად, მათ შორის რეფორმების წინ წასაწევად".
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – წერს ვარჰეი სოციალურ ქსელში.
იხილეთ ასევე: დარჩიაშვილი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის შესახებ: „არ მქონია განცდა, რომ სამეული დიფერენცირებულია".


