Accentnews.ge
ედუარდ სააკაშვილი: "მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს"

ედუარდ სააკაშვილი: "მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს"

12/12/2022 17:45:17 პოლიტიკა

"სიტუაცია ძალიან დამძიმდა, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს", – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

"ენერგიული, ამბიციური და ქარიზმატული ადამიანი ნელ-ნელა ქრება. მამაჩემის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ადამიანი, რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ნელ-ნელა ქრება. ოჯახის წევრები ძალიან შეშფოთებულები და ანრვიულებულები ვართ ამის გამო. [...] იგი უკვე 6 თვეა, საავადმყოფოშია, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იღებს სათანადო ყურადღებას და მისი მდგომარეობა უარესდება. მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერის, რომელსაც ვგრძნობთ, მაგრამ სიტუაცია ძალიან დამძიმდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვეშინია, რომ რაიმე საშინელება არ დაემართოს მას. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ოჯახისთვის ამ მძიმე დროს გამოვძებნოთ გამოსავალი. გამოსავალი კი ძალიან მარტივია, როგორც იურიდიულად, ისე მორალურად. გამოსავალია, რომ მიეცეს მას საშუალება, იმკურნალოს საზღვარგარეთ სათანადო კლინიკაში. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯამრთელობას. ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ პერიოდს. საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს. რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს", – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა და მისმა ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში ბრიფინგი გამართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S