Accentnews.ge
ხოშტარია: „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ადამიანს ციხეში კლავს"

ხოშტარია: „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ადამიანს ციხეში კლავს"

13/12/2022 08:01:06 პოლიტიკა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბრიუსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და ევროპარლამენტარების ერთობლივ პრესკონფერენციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე -„ქართულმა ოცნებამ“ უკვე კონკრეტულ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა და გამოსავალი არის ერთადერთი - მოვახდინოთ ზეწოლა, გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ციხეში ადამიანს კლავს და რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს დაემშვიდობება".

„სტრასბურგიდან, ადგილიდან სადაც ქართველი ხალხის ნება, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის საკითხი წყდება, ადგილიდან, საიდანაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ზოგადად ჩვენი ინტერესების დაცვის ხმა უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია მოვისმინეთ. ევროპარლამენტარები, ადამიანები, ვინც გულწრფელად მოწადინებულები არიან, რომ ქართველი ხალხის ნება განხორციელდეს და ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ, საუბრობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის, პოლიტპატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამაზე დასაბუთებულად, საერთაშორისო მედიკოსების და ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნების საფუძველზე საუბრობდნენ.

ჩვენ მოვისმენთ ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისგან ხაზგასმა, რომ მათ სურთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ამასთანავე წევრობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ერთ-ერთი მოთხოვნა - სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა პირდაპირ არის დაკავშირებული სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებთან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ოპერაცია, რისთვისაც გადაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ. მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილის საფრთხე არის სასწორზე. ქვეყანაში, რომელსაც უნდა, რომ ევროპის წევრი გახდეს და პირდაპირ ითქვა, რომ ამ პირობებში, როდესაც სასამართლო არათუ არ იცავს ადამიანს, არამედ სიკვდილის საფრთხეს უქმნის, რა თქმა უნდა, ასეთ პერსპექტივაზე ჩვენ საუბარი ვერ გვექნება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მოსამართლის სტატუსით მიმართავს სახალხო დამცველიც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S