Accentnews.ge
თალაკვაძე: "პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებაა"

თალაკვაძე: "პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებაა"

13/12/2022 09:48:11 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, "ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალება საქართველოს მისცა ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყენის ინტეგრაციაზეა ორიენტირებული".

მან ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორცილებაზე:

„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩვენმა პოლიტიკურ გუნდმა ენერგეტიკის სფეროში მოცულობით ინვესტიცია და 2000 მგვტ მეტი მოცულობის ახალი პროექტები დააანონსა, გუშინ ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორცილებაზე, რომლის მთლიანი ინვესტია 2.3 მილიარდი ევროა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ საქართველო, თითქოს, ევროპას დაშორდა და თანამშრომლობა შესუსტდა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S