Accentnews.ge
სამადაშვილი: "სააკაშვილი არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი"

სამადაშვილი: "სააკაშვილი არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი"

13/12/2022 11:23:52 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი. როგორც მან კლინიკა „ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია.

"ძალიან მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ მართლა სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა ამ თვეების მანძილზე. ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი, მე აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას და გავავრცელებ ევროპარლამენტის წევრებისთვის იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი დებატებია და განხილვა საქართველოს თემებზე და მათ უნდა იცოდნენ აუცილებლად ის ვითარება, რაც არის შექმნილი დღეს სააკაშვილის სიცოცხლის გარშემო. ერთი შეკითხვა მაქვს - თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? მაშინ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, გააუქმონ ჩვენი მონაწილეობა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებში და აღადგინონ სიკვდილით დასჯა", – აცხადებს სამადაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S