Accentnews.ge
აქუბარდია: "პოლიტიკოსებმა მივცეთ მაგალითი და ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები გავუშვათ ჯარში"

აქუბარდია: "პოლიტიკოსებმა მივცეთ მაგალითი და ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები გავუშვათ ჯარში"

13/12/2022 12:50:10 პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ოკუპირებული ქვეყნისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია, თუმცა ამისათვის პოლიტიკური მაგალითებია საჭირო.

მისი თქმით, სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება პრივილეგია არ უნდა იყოს.

„დიახ, ქვეყანაში, რომლის 20% არის ოკუპირებული და რომლის ირგვლივაც ასეთი გამოწვევები არსებობს, აუცილებელია თავდაცვის რეფორმა, რომ ქვეყანას ჰყავდეს სავალდებულო ჯარი და არა ისეთი, როგორიც ახლა გვყავს, თუმცა აუცილებელია არა მხოლოდ ის, რომ სავალდებულო იყოს ჯარში მსახური, არამედ აუცილებელია, მოქალაქეებს ჩვენ, პოლიტიკოსებმა, მივცეთ მაგალითი და ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები გავუშვათ ჯარში. აუცილებელია თავდაცვის რეფორმა, აუცილებელია სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაგრამ ამის პოლიტიკური მაგალითია საჭირო. ასევე საჭიროა პარტნიორების დახმარება და არა მათი ლანძღვა იმისთვის, რომ ის დახმარება, რასაც აქამდე ჩვენ გვაძლევდნენ, გაიზარდოს, რის პირობაც არის, და ეს გამოვიყენოთ ეფექტიანად. თუ გვსურს, რეალურად გვყავდეს ძლიერი ჯარი, თუ გვსურს, თავდაცვა გვქონდეს ძლიერი, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი შვილებიც იყვნენ ჯარში და ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსახლეობის ტვირთი, რომელსაც არ შეუძლია გადავადება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S