Accentnews.ge
"ძაღლი მიკვდომია სულში" - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს

"ძაღლი მიკვდომია სულში" - დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს

13/12/2022 14:40:21 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა "ხალხის ხმის" წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკა. კომუნიკაცია დეპუტატებს შორის საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შედგა.

"მიშას თავისუფლება როგორ უნდა მოითხოვოთ?!. სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არიან?!. მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა იმას ვეტყვი", - უთხრა ჯაფარიძემ მანჯგალაძეს. დეპუტატებს შორის საუბრის ამსახველი ვიდეოკადრები "ფორმულამ" გაავრცელა.

მანჯგალაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ შეხებია. მან ისაუბრა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე.

"ეს უნდა ვთქვათ - მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის უკრაინაში ჩაუმსხვრიეს კბილები, რომლებითაც გვგლეჯდა 2008 წელს და რომელსაც აპირებდნენ, თუ უკრაინაში წარმატებით განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია. დიახ, პუტინის მიზნები იყო და არც დაუმალავს - იმპერიის აღდგენა და ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით. ამიტომ მშვიდობაა განპირობებული არა თქვენი პოლიტიკით, არამედ მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა", - თქვა მანჯგალაძემ.

მოგვიანებით ჯაფარიძემ საკუთარი არაჰუმენური განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებთან თქვა, რომ არ ნანობს საკუთ განცხადებას, მეტიც, მისი სიკვდილიც არ ეწყინება.

"მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება. შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს. იმის მაგივრად, რომ ყოველ დღე ბოდიშები ეხადა, ჩამოვიდა კონტეინერით, რომ უბედურება მოუწყოს ქვეყანას, 300 ათასი კაცი პატიმარი ჰყავდა. მე არაფერი უკან არ მიმაქვს, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება - მეთქი, მეტი როგორ გითხრათ, დაანებეთ თავი მიშა სააკაშვილს, შეეშვით ამ ხალხს, დააცადეთ ცხოვრება. მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საავადმყოფოში, ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ? - მე მრცხვენია, გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს. ვინ ტიროდა ასე, "ვაიმე დედიკო მიშველე", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, როცა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, უხერხული იყო თუ არა მისი რეპლიკა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ რას უსურვებს სააკაშვილს, მისი უფლებაა.

"რა ვქნა მერე, რა არის უხერხული? - მე პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საპყრობილეში და არის საავადმყოფოში.

ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ ცოცხალი იყოს და მე რას ვუსურვებ ეს ჩემი უფლებაა. არ მეცოდება. მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე დიდი დამნაშავე ქართულ სამყაროს არ ჰყოლია. უხერხული იცით რა არის, ჩემი შვილები რომ უჩემოდ გაიზარდნენ, ის იყო უხერხული, პარლამენტის წევრი რომ ვიყავი და ქვეყნიდან მაგდებდნენ, ეგ იყო უხერხული, მარნეულში რომ ქონება ჩამომართვეს.

უიმე დედას ბიჭი, გახდა, ხომ? რამდენი პატიმარი გაიყვანა სააკაშვილმა ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ, რამდენი პატიმარი იხოცებოდა წლიდან წლამდე? ერთი პატიმარი საავადმყოფოში არ ჰყავდა გაყვანილი, ანალიზს არ უკეთებდნენ, „ცე“ ვირუსზე რომ სამკურნალო არ ყოფილიყო. ვისზე მელაპარაკებით?! ჩემი ნება ხომ არის, მიშამ ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მისი სიკვდილი, ჯაფარიძემ თავდაპირველად თქვა - "ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს", კითხვაზე რატომ უსურვა მაშინ ასეთი რამ, ჯაფარიძე პასუხობს, რომ მას სააკაშვილი არ ეცოდება და მან ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი".

განმეორებით კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, ჯაფარიძე აცხადებს: "არ მეწყინება, ყოველ შემთხვევაში".

"ის ამ წუთში პრეზიდენტი კი არა, სისხლის სამართლის დამნაშავეა და ბევრი სისხლი უსვია ხელებზე , "- განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის დერეფანში, ვიქტორ ჯაფარიძესთან, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მივიდა და მას "მონა" და "ნაძირალა, არაკაცი" უწოდა, რაზეც ჯაფარიძე უპასუხა - "არაკაცები სახლში მოიკითხე, ბოდიში შენ აღარ გელაპარაკები, მაინც ქალბატონი ბრძანდები".

წითლიძის თქმით, ჯაფარიძე სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა, როცა ის მესტიაში ჩადიოდა.

"მონა ხარ შენ ვიტია ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილს მესტიაში რომ ჩამოდიოდა წითელ ხალიჩას უგებდი, მონა იყავი მის სადღეგრძელოს სვამდი, ნაძირალა! ", - მიმართა წითლიძემ ჯაფარიძეს, რაზეც ჯაფარიძე პასუხობს - "დედას ვაგინებდი".

***

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S