Accentnews.ge
„საქართველოში გამოჩნდა გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია“

„საქართველოში გამოჩნდა გაუგონარი, ანტიევროპული გამოთქმები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია“

13/12/2022 15:11:34 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყანაში გაჩაღებულ ანტიდასავლურ კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება.

მან მწუხარებით აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, საქართველოში გამოჩნდა იმგვარი გამოთქმები, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არ გვსმენია.

მისი თქმით, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, საბჭოთა პროპაგანდისთვის დამახასიათებელი აქცენტების მოსმენა:

“სამწუხაროდ, წელს, როდესაც ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როდესაც უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ის, რომ გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხნა (ამაზე, ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი), საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური ჯგუფები და გამოთქმები, რომელიც საქართველოში ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და არც უნდა არსებობდეს. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, თუმცა, სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S