მიქსერი: "შეშფოთებული ვარ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკით, საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანი ევროკავშირსა და მშვიდობას შორის"
14/12/2022 05:16:28 პოლიტიკა
"არ მოგვწონს რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის რიტორიკა, რომ ევროკავშირი ცდილობს ომში ჩათრევას", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის წარადგინისას განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკით შეშფოთებულია.
„რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს გულწრფელ პოზიციას ამაზე და საქართველომ ბევრჯერ მისცა ხმა იმისთვის, რომ თქვას, რუსეთის აგრესია არის უკანონო, მაგრამ ღრმად შეშფოთებული ვარ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკით, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში. ევროკავშირი არის მშვიდობიანი პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანი ევროკავშირსა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში ევროპის არჩევა ნიშნავს მშვიდობის არჩევას“, – განაცხადა მიკსერმა.


